თქვენსავით დაუსწრებლად დაბალ რეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ

მინდა, რაღაც გადავცე ქალბატონ თეა წულუკიანს. გუშინ განცხადება გაუკეთებია ირიბი მინიშნებებით ჩემს კომპეტენციაზე. ქალბატონო თეა, მართალია, ამჟამად თქვენსავით დაუსწრებლად დაბალ რეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ და არც არსებული დიპლომებით ვაპირებ ეთერებში სიარულს, როგორც თქვენ აკეთებდით, თუმცა თქვენ პირადად სამახსოვროდ მინდა, გადმოგცეთ ზოგიერთი ჩემი დიპლომის ასლი.

ახლა უფრო სერიოზულ ნოტაზე. ვფიქრობ, რომ ქალი იუსტიციის მინისტრი საქართველოში, სადაც ყოველი მე-7 ქალი ძალადობის მსხვერპლია, ასეთი ტიპის გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს ”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიმართავს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

banner
წინა სტატიაშისახლში გაჩენილ ხანძარს 86 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპოლიციამ რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა