შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის უმწვავესი სკანდალის ფონზე ჩაშლის პირას დადგა.
ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ თეირანის დელეგაციამ ამერიკულ მხარეს ოფიციალური პროტესტი წარუდგინა. მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ Fox News-თან ინტერვიუში გაჟღერებული პირდაპირი და უხეში ფიზიკური მუქარაა. ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტეს „თავად ჩაიგდებს ხელში“, ხოლო ირანელ მომლაპარაკებლებს უთხრა, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებასაც კი ვერ მოასწრებენ. ირანული მხარე ამ წუთებში სათანადო პასუხის ვარიანტებს განიხილავს.
ირანის სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროცესი კრიზისულ ფაზაში შევიდა.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს პრეზიდენტის გეგმა ჰორმუზის სრუტის „ხელში ჩაგდებასთან“ დაკავშირებით და რა სამხედრო რესურსს მოითხოვს ეს, ამის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
















