“თქვენმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება “ბიძინაობას” მიუძღვნა”

“თუ არ იქნება სამართლიანობა ქვეყანაში, არ იქნება სიმშვიდე, რამდენი პოლიტიკური ოპონენტიც არ უნდა დაამწყვდიოთ თქვენს საპყრობილეში”, – ასე მიმართა პარლმენტის პლენარულ სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას.

სამადაშვილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დაკავება “ბიძინაობას მიუძღვნა” და თქვა, რომ სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, რომელიც “ამ კერპთაყვანისმცემბლობაში მონაწილეობს”.

“კერპთაყვანისცემლობასაც თუ ჰქონდა ადგილი, ეს ალბათ სიუპრიზი იყო ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის. მე მინდა გამოვეხმაურო სამარცხვინო განცხადებას თქვენი პრემიერ-მინისტრის, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება “ბიძინაობას” მიუძღვნა ჩვენს ქვეყანაში. სამარცხვინო ხალხი ხართ მთლიანად ყველა, მთელი შემადგენლობა ვინც ამ სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწიოლეობს, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო არც თანამედროვე ქვეყანასთან, არც დემოკრატიასთან, არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: მიგვაჩნია, საჭიროა, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები