“რატომ ინტერესდებით, ნერვიულობთ ბატონ ბიძინაძე?…თქვენი საკითხავი არ არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი,” – ასე პასუხობს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, “მთავარი არხს” კითხვას, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი.
“რატომ ინტერესდებით თქვენ საერთოდ, თქვენ ნერვიულობთ ბატონ ბიძინაძე? თქვენი საკითხავი არ არის ჩენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი. მინდა გითხრათ, რომ თქვენი საფიქრალი არ არის ეს საკითხი….
ეგ არ არის თქვენი საკითხი. დაელოდეთ, რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან ნერვიულობთ? ვიცი, რომ ნერვიულობთ თქვენ ყველანი ბატონ ბიძინას პოლიტიკაში ჩართულობით და დაბრუნებით, ამიტომ მშვიდად იყავით, თქვენ 26 ოქტომბერს მიიღებთ მორიგ დიდ დამარცხებას,” – ამბობს ღარიბაშვილი.