“თქვენი ქცევებით გვარცხვენთ საკუთარი შვილების თვალწინ, გვანადგურებთ, როგორც ქვეყანას” – ამერიკელი გენერალი ტრამპს

გადამდგარმა გენერალმა უილიამ მაკრეივენმა, რომელიც უსამა ბინ ლადენის განადგურების ოპერაციის ხელმძღვანელი იყო, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა და განაცხადა, რომ მისთვის “პატივი” იქნებოდა, თუკი საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომას მასაც შეუჩერებენ.

“თქვენი მოქმედებებით საკუთარი შვილების თვალში გვარცხვენთ, გვანადგურებთ მსოფლიო არენაზე, და ყველაზე ცუდი – გვანადგურებთ როგორც ქვეყანას” – ადმირალმა ტრამპისადმი მიმართულ ღია წერილში დაწერა, რომელიც Washington Post-ში გამოქვეყნდა. გადამდგარი გენერალი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი დირექტორის ჯონ ბრენანისადმი საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის შეჩერებას გამოეხმაურა. მაკრეივენი ბრენანს “ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფო მოხელეს” უწოდებს, რომელიც კი მას უნახავს.
ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკის სპეცსამსახურების 12 ყოფილ მაღალჩინოსანს ხუთშაბსთს ტრამპმა სიდუმლო დოკუმენტებთან წვდომა შეუჩერა.

banner
წინა სტატიაში“ყველაზე ღარიბმა პრეზიდენტმა” პენსიაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიააშშ-მ სირიაში სტაბილიზაციისათვის მილიონობით დოლარის გაგზავნაზე უარი თქვა