სამოქალაქო პროტესტის აქტიური მხარდამჭერი, ჟურნალისტი და ტელესახე ნანუკა ჟორჟოლიანი დღევანდელი სასამართლო პროცესიდან აქვეყნებს დიალოგს ონისე ცხადაძესა და მოსამართლე გალუსტაშვილს შორის.
შეგახსენებთ, ონისე ცხადაძის მამა რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. როგორც ონისე ცხადაძე ამბობს, მამას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ გულზე პრობლემა არ ჰქონია მანამ, სანამ მისი შვილი ციხეში არ აღმოჩნდა.
ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსი:
“ონო ეკითხება პროკურორს: ვინმე მოგიკლავთ ცხოვრებაში?
პროკურორი უსამძიმრებს.
ონო- “მამაჩემს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე პრობლემები არ ჰქონია.
გულზე ხელი პირველად მოიკიდა მაშინ, როცა დამიჭირეს.
ეს დღეებია სულ ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ. ჩემთვის მკვლელები ხართ, არ ვაპირებ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ მე თქვენ პორობას გაძლევთ, მოვა დრო სამართლებრივად ყველას მოგეთხოვებათ, აი იმ ბიჭსაც იქ რომ ზის და გონია რომ არაფერი მოეთხოვება.
მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშაავები. ციხეში ვიგებ რომ მამაჩემი მკვდარი ჭიშკართან იპოვეს. გესმით რას გიყვებით?
ხალხს ვუხდი მადლობას სოლიდარობისთვის. რაც მoხდა ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა, ამით მე უნდა ვიცხოვრო, ხვალ შეიძლება მე მოვკვდე, ასეთი ბრძოლაა, კაციჭამიები გვებრძვიან…”
გალუსტაშვილი აწყვეტინებს: “მესმის თქვენი”
ონო- “ჩემი გესმით? მამათქვენი როგორაა?”
გალუსტაშვილი აწყვეტინებს.
“ეს ყველაფერი დამთავრდება”, – ამბობს ონო, -“მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და ახლა კიდევ ერთი მიზეზი მაქვს რატომ არ უნდა მეშინოდეს სიკვდილის. ქვეყანას მივხედოთ: ეს დამთავრდება..”