“თქვენი მეცენატობა აღიარეს” – პრეზიდენტი ივანიშვილს

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვებას ულოცავს.

“კეთილი იყოს თქენი მობრძანება საპატიო ლეგიონის ორდენოსანთა რიგებში”, – წერს Twitter-ზე ზურაბიშვილი ფრანგულად, – “თქვენი წვლილი დემოკრატიის, ასევე საფრანგეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული”.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებით, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით 31 დეკემბერს დაჯიდლოვდა. ჯილდოს საფრანგეთის მთავრობა უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის გასცემს.

banner
წინა სტატიაშიქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე და ეკლესიის კრიტიკა
შემდეგი სტატიამეუფე ანტონი კორონავირუსით დაინფიცირდა