“თქვენი ხელისუფლების დროს მეშახტეები ასეთ გამოსვლებს ვერ გაბედავდნენ, რადგან სისხლში ახშობდით საპროტესტო ხმას”

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტყიბულელი მეშახტეები ასეთ გამოსვლებს ვერ გაბედავდნენ, რადგან სისხლში ახშობდით ყველა იმ ადამიანის საპროტესტო ხმას, ვინც თუნდაც საკუთარი შრომითი უფლებების და ინტერესების დაცვას გაბედავდა, – აღნიშნული განცხადებით ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს უპასუხა.

ჩაფიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრებს ის პრობლემები გაახსენა, რაც ტყიბულელ მეშახტეებს წინა ხელისუფლების დროს აწუხებდა. მან უმცირესობას მიმართა, თუკი ტყიბულელ მეშახტეებზე გული მართლა შესტკივათ, პარლამენტში ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირონ და მათი სოციალური პრობლემები დემაგოგიისთვის და პოპულიზმისთვის არ გამოიყენონ.

ჩაფიძის განმარტებით, პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის შემოტანილი კანონოპროექტი 2016 წლამდე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გავრცელებას ითვალისწინებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტზე, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ძველ კანონით ატარებდა.

“ყველა ის ადამიანი, რომელიც შეღავათებით სარგებლობდა, კვლავ ისარგებლებს”, – აღნიშნა ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილმა პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე: “ქართული ოცნება” ყველა პოლიტიკურ ძალას დიდი ანგარიშით დაამარცხებს