თქვენი გამოსვლიდან გავიგე, რომ საქართველო მიერთებია საერთაშორისო სანქციებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, ე.ი. ომი გინდათ?- დეკანოიძე ღარიბაშვილს

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, ესე იგი ომი გინდათ ხომ? მგონი რაღაცნაირად სხვანაირი აცდენაა, თქვენსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის” – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციაზე ირაკლი ღარიბაშვილს.

“სიმართლე გითხრათ, თქვენი გამოსვლის პირველი ნაწილი გავიგე შემდეგნაირად, რომ საქართველო ნამდვილად მიერთებია საერთაშორისო სანქციებს, ამიტომ როგორც იტყვიან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, ესე იგი ომი გინდათ ხომ? ასე გამოდის. მე მგონი რაღაცნაირად სხვანაირად აცდენაა თქვენსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის განცხადებებში, იმიტომ რომ ყველას, ვინც კი ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციებს უნდა მივუერთდეთ, მათ შორის ფინანსურად, ფისკალური და საერთაშორისო ბანკის ოპერაციების სანქციებს, ყველას გვნათლავენ, რომ ჩვენს სამშობლოში გვინდა ომი. ასე, რომ მე ასე გავიგე, რომ თქვენც გინდათ ომი, მაგრამ თქვენ თურმე ჩვენგან გიკვირთ, რომ უკრაინული მხარე რამეს ითხოვს, ან სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოგვიწოდებს, რომ რეალურად უკრაინას დავუჭიროთ მხარი. ამიტომ, მე გაგახსენებთ მაგალითად საქართველოს რა უნდა გაეკეთებინა უკრაინასთან მიმართებაში, მათ შორის პოლიტიკურად ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ თქვენ პოლიტიკური თანამდებობის პირი ხართ, პირველი თანამდებობის პირი პოლიტიკური, ამიტომ პოლიტიკურ განცხადება და სიტყვებს ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან – ზელენსკი
შემდეგი სტატიაროცა ვითარება შეიცვლება და მარცხის ზღვარზე იქნებიან, მივიღებთ ცვლილებებს – ბოკერია