თქვენი ევროპელობა არ გაიშვას – ღუდუშაური

“თქვენი ევროპელობა არ გაიშვას” – ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციას.

…პატრონი არ ჰყავდა ქვეყანას და ვერავის ვერ პოულობდნენ ქვეყანაში რომ 2008-ში გვეთქვა ჩვენ რომ როგორ უნდა მოვიქცეთ, იარაღი ავიღოთ, ვიომოთ, ვიბრძოლოთ თუ რა ვქნათ. და დღეს გამოდიან და რაღაცებზე საუბრობენ. ეს ის მომენტი არის, მე მინდა თქვენ კარგად შეგახსენოთ, რომ აი ბეჟაშვილი ზის იქ და სხვები. ის წავიდა, ის, მინაშვილი… ბატონი მინაშვილი. აი ამათ თავზე დეპოლარიზაციის წაკითხვა რამდენად არის შესაძლებელი, ეს არის საკითხი…

როგორ მიგყავდათ ქვეყანა, ახლა რომ გახდით თითქოს ევროპელები. ყავარჯნიანი კაცით მიგყავდათ, მეგისა ქარდავას მიერ გაუპატიურებული ხალხით მიგყავდათ, ციხეში გაუბედურებული ხალხით მიგყავდათ თუ როგორ შეგყავდათ ქვეყანა ევროპაში?! თქვენი ევროპელობა არ გაიშვას. თქვენ ევროპაში კი არა არსად არ მიგიღებდნენ, – ამბობს ღუდუშაური.

banner
წინა სტატიაშიბატონო პრემიერო, ღირსეულად იქცევით, როდესაც პუტინზე არ აკეთებთ განცხადებებს – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიაევროკავშირის ქვეყანაში “რაც გინდა ის დაუძახე” ვერასდროს გახდება პრემიერი – ნაცვლიშვილი