კახა მიქაია: ერში არსებული 9 აპრილის იმპულსი, იყო, არის, და იქნება…

გიხაროდენ!!!“ცრემლნარევი სიხარულის დღე” -ასე უწოდა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს – 9 აპრილს, რომლის შემოქმედიც თავად გახლდათ.

დიახ, ზვიად გამსახურდიას სახელს და მის უკომპრომისო ბრძოლას უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა!!! ვფიქრობ, დადგა დრო, საზოგადოებამ პირუთვნელად შეაფასოს 9 აპრილის და მისი გმირების როლი ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ოცნების საბოლოო აღსრულებაში და ქვეყნის დამოუკიდებლობა სწორედ ამ დღეს აღნიშნოს!!! აქვე მინდა,  მივმართო ამ ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული ეპისტოლარული ჟანრის მთავარ და მეორეხარისხოვან აქტორებს: თქვენგან დამოუკიდებლად ერში არსებული 9 აპრილის იმპულსი, იყო, არის, და იქნება ქვეყნის განვითარების, მისი ევროპული მომავლის, ეროვნული ღირებულებების ერთგულების და საზოგადოების გარკვეულ წრეებს შორის ურთიერთდაპირისპირების დაძლევის საწინდარი. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს – 9 აპრილს.”

 კახა მიქაია

ზვიად გამსახურდიას მიმართვა 1991 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ 

https://youtu.be/WaorKTqB3hc

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 211-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი
შემდეგი სტატია1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 31 წელი გავიდა