თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ – ყოფილი დეპუტატი “ქართულ ოცნებას”

“წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს – უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის,” – ამ განცხადებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სახელისუფლებო ძალის ანტიდასავლურ კურსს.

როგორც ხულორდავა წერს, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის.

ხულორდავა ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს, რომ საერთაშორისო იზოლაციისგან გადაარჩინონ ქვეყანა და ვეტო არ დაძლიონ.

“წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს. უკვე სრულიად ცხადია რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით.

ვალდებულად ვთვლი თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან ამ სირცხვილისგან და საერთაშორისო იზოლაციისგან! საქართველო აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს, მაგრამ თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ,” – წერს ხულორდავა.

თამარ ხულორდავამ “ქართული ოცნება” 2019 წელს დატოვა. ხულორდავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ხულორდავას გარდა მაშინ პარლამენტი კიდევ ექვსმა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმაც. მათი განმარტებით, პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი, მათი თქმით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.

banner
წინა სტატიაშიქართული კანონი არ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობა
შემდეგი სტატიაახლა დუმილი ღალატის ტოლფასია – დავით გამყრელიძე