„თქვენ წყვეტთ 2016 წლის არჩევნების ბედსაც, პატივცემულო მოსამართლეებო”

„თქვენ წყვეტთ 2016 წლის არჩევნების ბედსაც პატივცემულო მოსამართლეებო, ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია,“ – მიმართა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლეთა კოლეგიას სასამართლო სხდომაზე.

ნიკა გვარამიამ ეს განცხადება მანამდე გააკეთა, ვიდრე სასამართლო კოლეგია მას დარბაზს დაატოვებინებდა. მიზეზად ქიბარ ხალვაშთან მოსამართლე გუჯაბიძის აცილების თემაზე შეკამათება გახდა.

მანამდე კი არხის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის ობიექტური მიზეზები განმარტა.

“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენ ინტერესი გქონდეთ და ჩვენ უბრალოდ ვერ გენდობით ჩვენთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში, წვლილი შეიტანოთ კოლეგიის აზრის ჩამოყალიბებაში,” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მან ასევე გაიხსენა წინა სასამართლო პროცესები, რომელსაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იხილავდა. ნიკა გვარამიამ ეს მოვლენები უმძიმეს პერიოდად შეაფასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ასეთი ერთსულოვანი საერთაშორისო თანამეგობრობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ არ ყოფილა იმ წლებშიც კი, როდესაც ერთსულოვანი იყო საზოგადოება მის შეფასებაში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ დღესვე გაიხსენა მოსამართლე ურთმელიძის მიმართ მოსამართლეთა ერთობის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, რომლის თავმჯდომარეც წარსულში ნათია გუჯაბიძე იყო.

„როგორ უნდა მჯეროდეს, რომ ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავს მესხმოდა მისი განცხადებებით, ის გამოიტანს გადაწყვეტილებას და მე მას ჩავთვლი მიუკერძოებლად,“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზი დროებით დაატოვებინა
შემდეგი სტატია“ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი“