თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, არ დააკავებდით ნიკა გვარამიას, მესამე პრეზიდენტს არ გაანადგურებდით ციხეში – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ევროატლანტიკური ინტეგრაცია რომ სურდეს “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს არ დაიჭერდა, მესამე პრეზიდენტის დიაგნოზის დასადგენად კი უცხოეთიდან ჩამოიყვანდა ექიმთა ჯგუფს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს მან ხელისუფლებას გაახსენა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, 5-6 ივლისის მოვლენები, “გავრილოვის ღამე”, კლანის “გამეფება” სასამართლოში, ევროპარლამენტარების საქართველოს მტრად გამოცხადება, ელჩებზე თავდასხმა.

“თქვენ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გინდოდეთ პრემიერის ვიზიტის პარალელურად არ დაიჭერდით, არ დააკავებდით ნიკა გვარამიას, რომელიც თქვენთვის ოპონენტი, კრიტიკული ტელევიზიის რედაქტორია, თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, არ იტყოდით უარს იმ თანამშრომლობის არაერთ მექანიზმზე, რომელიც ოპოზიციამ შემოგთავაზათ, ერთობლივ ვიზიტზე ბრიუსელში, არ იტყოდით ჩვენს ინიციატივაზე უარს, როცა შემოგთავაზეთ უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, დღეს ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვივლიდით ევროკავშირის დედაქალაქში და ყველას სკეპტიკოსს, რომელიც მხარს არ უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ვთხოვდით მხარდაჭერას, ვაჩვენებდით ერთიანობას. თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ მესამე პრეზიდენტს კი არ გაანადგურებდით ციხეში, არამედ რეალურად იმას რასაც მარტივს გთავაზობენ, საერთაშორისო ექიმების ჯგუფს ჩამოიყვანდით და რეალურ დასკვნებს გააკეთებდით რა არის აქ”, – თქვა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციამ მიაღწია შეთანხმებას ტექსტზე, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავენ და სთხოვენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ
შემდეგი სტატიაანდრეი კასიანოვმა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი გაწეულ დახმარებებზე ისაუბრა და მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა