თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი -გრიგოლია ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე

„ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამისთვის ბრალის წარდგენას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია facebook-ზე ეხმაურება და წერს:

„რუსთავი2“-ის თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ „ტვ პირველის“, დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება. ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე, ბარემ „ტვ ,პირველსაც“, მოვუგრიხოთ კისერიო, ხოდა, ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა, სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით“, – წერს გრიგოლია.

გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი“ ბანკის საქმეზე ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში განცხადება დღეს გააკეთეს.

banner
წინა სტატიაში„ვერ ვხვდები, რ2-დან წასულებმა, თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან“ – შორენა შავერდაშვილი
შემდეგი სტატიაპოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი 3 თვეში – შსს მოქალაქეებს მიმართავს