„თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო. ეს ხომ ცინიზმია”- ქუცნაშვილი რ2-ს

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის მფლობელობის 60 პროცენტიანი წილის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთნებას ამართლებს.

„მე არ მიმაჩნია, რომ რუსთავი არის საქართველოს დამოუკიდებელი მედიის გარანტი. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ რუსთავი 2, როცა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იყო ტყუილს ლაპარაკობდა და უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ახლა როცა გვარამია-სააკაშვილის ტელევიზიაა ახლაც ტყუილს ლაპარაკობს,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ს დამოუკიდებელ ტელევიზიად არ აღიარებს და სასამართლოში გამართულ პროცესს კვლავ ორ კერძო პირს შორის დავად განიხილავს.

„თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო. ეს ხომ ცინიზმია და შეურაცხყოფა დანარჩენი ყველა ჟურნალისტის მიმართ. გვარამია-სააკაშვილამდე ვინც კი იყო მისი მესაკუთრე, დამფუძნებელი თუ მფლობელი ყველა მიიჩნევს რომ ეს ტელევიზია იყო წართმეული,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა

banner
წინა სტატიაშიპროცესის მოტივაცია პრეზიდენტთან დაკავშირებული შეხედულებებია – მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი „გე-რე-უს“ მუშაკებს მიმართავს