,,თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიტყვი რომ კი ჩვენ შევიტანეთ? იქ იყო ხელყუმბარა” – ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

ერთი წელი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან,- დღეს დაღუპული სპეცრაზმელის საფლავზე სუს-ის უფროსის და ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

22 ნოემბრის სპეცოპერაციის საქმესა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ისაუბრა.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მას არ შეუძლია დეტალებზე ისაუბროს, მაგრამ დაზუსტებით ჩეუძლია თქვას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ხელყუმბარა ნამდვილად იქნა ამოღებული.

გომელაური ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ხელყუმბარის ექსპერტიზისას ამოსული თითის ანაბეჭდები უვარგისია.

„ექსპერტიზა გაგცემთ ამომწურავ პასუხს, მე არ ვარ ექსპერტი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამოდის დნმ-ი და თითის ანაბეჭდი იყო, თუმცა რაც შემთვის ცნობილია ეს იყო უარგისი.

როდესაც ხდება თითის ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი რომ მოხდეს დადარება სხვა თითის ანაბეჭდთან. ჩემთვის როგორც ცნობილია არ აღმოჩნდა ვარგისიანი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიტყვი რომ კი ჩვენ შევიტანეთ? იქ იყო ხელყუმბარა,თუმცა იძიებს პროკურატურა და მე ვერ ვიტყვი ღიად, არ შემიძლია დეტალები მოვყვე.

ერთ რაღაცას გეტყვით, ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ არის უამრავი მასალა, ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ტელეფონის ნომრები და უამრავი მასალაა, რაზეც ახლა ვერ ვსაუბრობ. გამოძიება დამთავრდება და ეს გასაჯაროვდება ალბათ….”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: შენ რომ უხამსად მოგექცევა ხელისუფლება, შენც უხამსად არ უნდა მოიქცე….
შემდეგი სტატიაიციან ქოცებმა და ამიტომაც “დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს