“თქვენ ქვეყანა არ გიყვართ”-კობახიძე ოპოზიციას

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2019 14:43

“თქვენ ქვეყანა არ გიყვართ”-კობახიძე ოპოზიციას

თქვენ ქვეყანა არ გიყვართ, – ირაკლი კობახიძის ამ ფრაზამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.

„მაინტერესებს ბატონო ირაკლი, კობა ლურსამანაშვილს თუ უყვარს სამშობლო? რომელიც დღეს მუშტი-კრივში გაქაჩვით გამოირჩეოდა. რომელიც თურმე საბიუჯეტო სახსრებს მისივე ძმის კომპანიას ურიცხავს. მაინტერესებს, თუ თვლით, რომ სამშობლო თამარ ჩუგოშვილს უყვარს, რომელიც თქვენს ახლოს ზის და რომელიც ისე გაიტაცა კარიერისტულმა წინსვლამ, რომ ფაქტებს ამახინჯებს ოკუპაციასთან დაკავშირებით ამერიკულ გამოცემაში. მაინტერესებს, თუ თვლით, რომ ვოლსკის უყვარს სამშობლო, რომელიც მას შემდეგ კომუნისტური პარტიის რიგებში რჩებოდა, როცა როდიონოვის არმიამ თავები დაუ​ჩეხა ჩვენს მოქალაქეებს 9 აპრილს. მაინტერესებს, კარლო კოპალიანს თუ უყვარს სამშობლო, რომელიც რაიკომის მდივანი იყო და 9 აპრილს გორკის უმაღლეს პარტიულ სკოლაში ჩააბარა. ასე რომ, მოღალატეები და კორუფციონერები და ბოლშევიკები, თქვენს რიგებში ეძებეთ, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ, თინა ბოკუჩავას ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რასაც დარბაზში უმრავლესობის მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

„ვადასტურებ, რომელი ადამიანებიც აქ იყვნენ ჩამოთვლილი, უყვართ თავიანთი სამშობლო, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს მარცხნივ სხედან. რაც შეგეხებათ თქვენ, თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებმაც დაკარგეთ ჩვენი ტერიტორიის 20%, კორუფციაში ჩაალპეთ ქვეყანა, ციხეში აწამებდით პატიმრებს და დღეს აგრძელებთ ამ ყველაფერს. ეკლესიას უტევთ, 9 წელია ამ ყველაფრის ფონზე ვერავინ აგაძროთ სკამებიდან ამ ყველაფრის ფონზე. აქედან გამომდინარე, ხალხი ნათლად ხედავს ვის უყვარს და ვის არა ჩვენი ქვეყანა და სამშობლო, ზუსთად ამიტომ ხართ ბერბიჭაშვილები“, – განაცხადა კობახიძემ

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2019 14:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics