თქვენ ფეხებზე დაიკიდეთ ყველას ინტერესი – ზუგდიდის საკრებულოს “ევროპული საქართველოს” წევრი თვითმმართველობის რეფორმაზე

ზუგდიდის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრი, ბათუ შელია, მმართველ გუნდს ტყუილში ადანაშაულებს, რადგან, მისი თქმით, ქალაქს თვითმმართველის სტატუსი ჩამოერთვა.

მან არჩევანის ეთერში აღნიშნა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ საზოგადოების მოსაზრება არ გაითვალისწინა.

„თქვენ ფეხებზე დაიკიდეთ ყველას ინტერესი და 12-მა კაცმა ბრძანებით ხელი ასწიეთ ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე,“ – განაცხადა ბათუ შელიამ.

ზუგდიდის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა, მაიზერ ნანავამ, ბათუ შელია მოსახლეობის აზრით სპეკულირებაში დაადანაშაულა.

https://youtu.be/VVBeiVJpkSg

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: მართული პროცესი იყო თავად სუს-ის მხრიდან
შემდეგი სტატიადუტერტე პუტინს შეხვდა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა