საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ზურაბიშვილი უკრაინელ სამხედროებსა და მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინამ მორალური გამარჯვება უკვე მოიპოვა.
„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით თქვენს მამაც ხალხსა და მეომრებს ჩვენთვის ბრძოლისთვის და ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის. თქვენ მორალური ომი უკვე მოიგეთ!“ — წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს.

















