თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ

თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ტელევიზიასთან ჩართვისას გააკეთა.

ინტერვიუს დროს საეთერო სტუდიაში იმყოფებოდა მოლდოვის ახალი მთავრობის მეთაური მაია სანდუ. სააკაშვილმა სანდუ შეაქო და განაცხადა, რომ ის პროფესიონალიზმით და პატიოსნებით გამორჩეულია.

ამაზე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას მაინც სჭირდება დახმარება.

„თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ”, – უპასუხა სააკაშვილმა.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში გამართული საპარალამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაჭიანურდა. 8 ივნისს პარლამენტში პრორუსულ სოციალისტურ პარტიასა და პროევროპულ ძალებს შორის ალიანსი შედგა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მმართველი კოალიცია კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩამოყალიბდა. ამის გამო, სასამართლომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა, დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს დაავალა. ფილიპმა ვადამდელი არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა. ამის მიუხედავად, 11 ივნისს კიშინიოვში ორი მთვარობის სხდომა გაიმართა.

ევროკავშირმა, აშშ-მა და მოსკოვმა ახალ კოალიციურ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიეკონომიკა 2012 წლის შემდეგ არის გაზრდილი მნიშვნელოვნად-2012 წლის შემდეგ 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ჩვენ ვართ წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით და გვსურს, ეს წარმატება კიდევ უფრო გავაძლიეროთ