21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

“თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით?” – ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე ლევან ხაბეიშვილის წართმოთქმულ სიტყვას ავრცელებს.

„რომ ეზომებით იმ მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას. მე ვგულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი? ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, ცოტა არანორმალურია ხალხნო! ეს სიგიჟეა! თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ოღონდ ეს ქვეყანა გაათავისუფლეთ, ოღონდ იბრძოლეთ ძმაო, მე ვიქნები უკანასკნელი აგიტატორი.
ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე – 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო, 24-ში რატომ არ გადიხართ? დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ამას ნუ იტყვით ხალხნო! მე თქვენკენ ვარ, არც გაკრიტიკება მინდა თქვენი… ვუსმენ ტელევიზორს და ლიდერი მეუბნება, 10-დან გავდივართო, როგორ მაინტერესებს რას აკეთებს 9-ში? 10-ში? იმან პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო, მიშას უნდა უპასუხონ და ბიძინას რატომ არ პასუხობენ?
31 მარტს რომ დაანონსდა, 26 მაისის აქცია, 26-ჯერ არ უთქვამს პოლიტიკურ ლიდერს აქციის შესახებ ტელევიზორში, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ. აბსოლუტურად გაუგებარია პოლიტიკოსი, რომელიც მოლოდინებს ვერ ქმნის, მოლოდინები უნდა შექმნა და თუ ვერ გაიმარჯვებ, არა უშავს.
ძმებო, ასე თუ გინდათ გააგრძელოთ, არავისთვისაა კარგი, ოპოზიციას არ ვყოფ ამ და იმ მხარეებად, თქვენი ნაწილი ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ და ასე გაიგეთ.

გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო მიუსაჯეს – სააკაშვილს ვგულისხმობ, 5 წელია ციხეშია და თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს და ვიღაცებმა რევიზია უნდა გაუკეთონ, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით?”,_ განაცხადა გავრცელებული ინფორმაციით ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაბრალი წარედგინა პირს, რომელმაც ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა