17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“თქვენ ხართ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც მეოთხე წელია, ვერ ახერხებს ან არ სურს ომის დასრულება” – ორბანი ზელენსკის

“თქვენ ხართ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ვერ ახერხებს ან არ სურს ომის დასრულება”, – ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ უნგრეთს არ შეუძლია უკრაინის საომარ ძალისხმევაში მხარდაჭერა.

„ძვირფასო პრეზიდენტო, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაგებას. მე ვარ თავისუფალი ადამიანი, რომელიც უნგრელ ხალხს ემსახურება. თქვენ ხართ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ვერ ახერხებს ან არ სურს ომის დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყველა შესაძლო დახმარება გაგიწიათ ამისთვის. ამიტომ, რაც არ უნდა მეპირფეროთ, ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი საომარი ძალისხმევის მხარდაჭერა. უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა – თქვენი ფრთხილად შერჩეული შეურაცხყოფების მიუხედავად – კვლავაც შეუძლიათ, ჩვენი იმედი ჰქონდეთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის ელექტროენერგიითა და საწვავით მომარაგებას. ასევე გავაგრძელებთ უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების მხარდაჭერას. დანარჩენს ცხოვრება თავად დაალაგებს და ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – წერს ვიქტორ ორბანი.

banner
წინა სტატიაში“თუ, ყველა მხარე ბევრს იმუშავებს, ამ ომს დავასრულებთ” – ზელენსკი
შემდეგი სტატიაფრიდრიხ მერცი: “მადლიერი ვარ, რომ ტრამპმა თავი შეიკავა გრენლანდიის მიტაცების თავდაპირველი გეგმებისგან”