თქვენ ხართ სამარცხვინო პოლიტიკოსი !

საგანგებო ბრიფინგი გაიმართა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ცენტრალურ ოფისში
პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების” თავმჯდომარე პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და რეაგირებას უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს თხოვს .
თქვენ ხართ სამარცხვინო პოლიტიკოსი ! სადაც გინდათ, როცა გინდათ გიწვევთ პოლიტიკურ დებატში, ვეცდები იქ დავასრულო თქვენი ავკაცური და მოღალატეობრივი პოლიტიკოსობა ! მრცხვენია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ხარ ! საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ქართველი მეომრების შედარება რაშიდ კანჯოღლებთან ეს არის კოლაბორაციონიზმი ! ეს არის ღირსება აყრილი ჩინოვნიკის მოღალატეობრივი პოზიცია ! აუცილებლად მოგთხოვთ ამაზე პასუხს ! ყველაზე მინიმუმ ვალდებული ხართ დაიცვათ საქართველოს მოქალაქე, ამ დროს თქვენ შეუერთით რუსეთის სპეც. სამსახურებს, რომელიც ომის ვეტერანს ადანაშაულებს მკვლელობაში და ითხოვს მის ექსტრადაციას კიევიდან მოსკოვში !
banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში
შემდეგი სტატია„მათ პრაქტიკულად აღიარეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობენ,” – ოთარ კახიძე შსს-ზე საუბრობს