„თქვენ ხართ რადიკალები“ – “ოცნების” პარტაქტივი “შინ ევროპისკენ” კამპანიას ხონშიც ხელს უშლის

ხმაური ხონის ცენტრში – ადგილზე ჩასულ სამოქალაქო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებს ადგილობრივი საჯარო მოხელეები უპირისპირდებიან და კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ხონის მერიის თანამშრომლები მივიდნენ.

„მატყუარა ჟურნალისტებმა ჩაიხედეთ გულის სიღრმეში, თქვენ მატყუარების ტელევიზია ხართ”, – თქვა მერიის თანამშრომელმა.

ხონის ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა ადგილზე ჩასულ სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რადიკალები უწოდა.

„თქვენ ხართ რადიკალები, მე ვიცი, ტელევიზიიდან გხედავთ ყველას“

„ჰომოფობი არ ვარ ძმაო, მარა ევროპა ნაღდად არ მევასება“ – ამბობენ სამუშაო საათების დროს ქუჩაში გასული საჯარო მოხელეები

თავად სამოქალაქო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა, რომლებიც კამპანიის ფარგლებში ცდილობენ ამ ყველაფერში ხელი შეგვიშალონ, თუმცა ეს მათ არ გამოუვათ.

ცნობისთვის, მოძრაობის “შინ ევროპისკენ” კამპანია რეგიონებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისა და პარტაქტივის პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ თბილისშიც, თსუ-ს “მაღლივ კორპუსში”.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება – რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი „თბილისი პრაიდის“ კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის