ელენე ხოშტარია: თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები, სად არიან, რატომ იმალებიან, ჩვენს ქვეყანას ევროპა უნდა

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა გამსახურდიას გამზირი გადაკეტეს. აქციას უერთდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, აქტივისტები და პროევროპული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.

” თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები, სად არიან, რატომ იმალებიან, ჩვენს ქვეყანას ევროპა უნდა”- ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ბათუმში, ოლიგარქის პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, 3 მათგანი დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს, 9 კი ბათუმისა და ლანჩხუთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოსთან ლოზუნგით – „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპარტია „ჩვენ“ სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობას“ ქმნის