თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, რისთვისაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან – ზელენსკიმ პოლონეთში მყოფ უკრაინელ ბავშვებს მიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს ონლაინ-რეჟიმში მიმართა და უთხრა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში, მათი უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის:

“ვესაუბრე ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ახლა დროებით პოლონეთში იმყოფებიან, ასევე დროჰობიჩის ლიცეუმის მოსწავლეებს. ჩემთვის დიდი დღესასწაული იქნება დღე, როცა ყველა ბავშვი შეძლებს უკრაინაში უსაფრთხოდ დაბრუნებას. ამისთვის ყოველ დღე ყველაფერს ვაკეთებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, რისთვისაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ბავშვის უფლებათა კოდექსის სახით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პლატფორმა შეიქმნა და ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ ეს კოდექსი რეალურად იყოს დანერგილი და განხორციელებული
შემდეგი სტატიაპარლამენტთან არსებული ეროვნული ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა