თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს – გადადექით

თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს – გადადექით – მიმართა შს მინისტრს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა.

თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას გადადგომა ურჩია და უთხრა, რომ მას 20 ივნისის შემდეგ აღარ აქვს ლეგიტიმური უფლება ეკავოს მინისტრის თანამდებობა.

ჟურნალისტის თქმით, მას კითხვები აღარ დარჩა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გიორგი გახარია გადადგომას არ აპირებს.

„მე აღარ მაქვს შეკითხვა, თქვენ რჩებით თქვენს სავარძელში , ეს გავიგე, მე როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე ერთ წინადადებას ვიტყვი, ბატონო გიორგი თქვენ 20 ივნისის შემდეგ ვეღარ იქნებით შს მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ეკავოს შს მინისტრის პოსტი თქვენ ხალხის თვალში გახდით სისხლიანი ჯალათი და მე მგონი ჯობს – გადადექით,“- უთხრა თამარ ბაღაშვილმა.

თამარ ბაღაშვილმა მინისტრთან შეხვედრა ამ სიტყვებით დატოვა.

banner
წინა სტატიაშიენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზები შეზღუდვებს აწესებენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავსი ღონისძიებებისთვის, გამოყენებული არ ყოფილა