,,თქვენ ისევე გულმხურვალედ დაუკრავდით ტაშს სტალინს და ლენინს, როგორც მიშას უკრავთ”

დეპუტატ გიგა ბუკიას ოპოზიციონერი კოლეგები ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი ახალგაზრდა კომკავშირლებს ახსენებს.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას, თაქთაქიშვილისა და კანდელაკის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. პროექტი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

”კანონპროექტი, მისი შინაარსი, მიდგომა მათ არანაირად არ აინტერესებთ. მიკვირს ჩემი კოლეგების, თუ რატომ გიკვირთ, რომ მათ ეს არ აიტერესებთ – ეს ხომ ის ხალხია ვინც შექმნა, ვინც დაუკევთა, ვინც გაავრცელა, ვინც იწერდა და ერთმანეთსაც იწერდნენ. თემიდან გადავუხვევ და იცით რა გამახსენდა: – 1984 წელს სტუდენტი ვიყავი, როცა ათეიზმს გვიკითხავდნენ. ათეიზმის თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს პროტესტის გრძნობა გვქონდა. გამოვხატეთ, რომ ათეიზმი ის საგანი არ იყო, რომელიც სიმართლეს შეიცავდა. ზუსტად ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი წარმომიდგა თვალწინ იმ ხალხის ადგილას, ვინც ათეიზმს იცავდა, თქვენ ის ახალგაზრდა კომკავშირლები ხართ, რომლებიც ჩვენმა თაობამ კარგად ნახა. თქვენ ისე გულმხურვალედ უკრავთ ტაშს მიშას, როგორც სტალინს დაუკრავდით იმ შემთხვევაში, თუკი 30 წლით წინ იმ ასაკში იქნებოდით, რომელშიც ხართ. ისევე გულმხურვალედ, როგორც ვანოს იხსენიებთ, ტაშას დაუკრავდით ლენინს – ეს თქვენი ბრალი არ არის, თქვენ უბრალოდ ასეთები ხართ და ამას ვიღებ, როგორც მოცემულობას. გირჩევთ, გადახედოთ 30 წლის წინ კომკაშირლების გამოსვლას და საკუთარ თავს ამოიცნობთ – სხვაობა არაფერი იქნება. იქნება იგივე სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები, იგივე სტილი და იგივეს ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩიორა არ ქვია და ქვია სხვა”, – მიმართა ბუკიამ ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის ტრიბუნიდან.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად მთავრობის სახელზე წერილს ამზადებს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შესაძლოა, ევროპის სახალხო პარტია ერთსულოვანი არ იყოს