თქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? -კობახიძე 5 ივლისის მოძალადეებზე

“თქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა?” – ასე პასუხობს 5 ივლისის მოძალადეების დასჯასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯას. თქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი ორგანიზატორის, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? ერთი სახელი და გვარი მითხარით. და რა გააკეთა მაგალითად, პირობითად მორგოშიამ. ამაში მე ვერც შევალ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიასა და მახარაძის დასჯაზე ამ შემთხვევაში, მაშინ გამოვა, რომ მაგალითად ოპოზიციიდან იქნება ნახევარი პოლიტიკური სპექტრი დასაჭერი.. აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტებზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ასე იქნებოდა, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისტატუსი არ ყოფილა ავანსი, დღეს უკრაინელები ყოველდღე იცავენ ევროპას – კასიანოვი ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიაჩვენი წალეკვა რომ უნდათ, ეს გავიგეთ, მაგრამ ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან – მდინარაძე