თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის – პუტინის გამოსვლა წითელ მოედანზე

თქვენ იბრძვით რუსეთის უსაფრთხოებისთვის – რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოსვლა მოსკოვის წითელ მოედანზე იმით დაიწყო, რომ რუს მებრძოლებს უთხრა, რომ ისინი ახლა რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.

პუტინმა თქვა, რომ რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში აუცილებელი და “დროული” ღონისძიება იყო. მისი თქმით, ეს იყო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყნის “სწორი გადაწყვეტილება”.

“ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს – რუსეთის უსაფრთხოებისთვის”, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „მოვითხოვეთ ევროპისგან, ეპოვათ სამართლიანი კომპრომისი, მაგრამ მათ არ სურდათ ჩვენი მოსმენა“ და ამბობს, რომ ისინი ამზადებდნენ სადამსჯელო ოპერაციას დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მისი თქმით, რუსეთის ოპერაციებია ორიენტირებულია.

„გასული წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. მაგრამ ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ…

კიევში ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი “მიეღოთ” და ნატომ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შესწავლა და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. ყველაფერი მიგვანიშნებდა, რომ საჭიროა ბრძოლა.”,- ამბობს პუტინი.

პუტინმა საკუთარი გამოსვლა წითელ მოედანზე წუთიერი დუმილითა და ჰიმნით დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – სააკაშვილის მხარდამჭერებმა, ასევე ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, მას ურჩიონ, რომ შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს ის საკვები, რაც მიეწოდება
შემდეგი სტატიადაახლოებით 25 650 ჯარისკაცი, 1 145 ტანკი – ოკუპანტების დანაკარგი