თქვენ გგონიათ, რომ იცით რა არის ფეხბურთი?

თქვენ გგონიათ, რომ იცით რა არის ფეხბურთი. სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ. ფეხბურთის სამშობლოში, ინგლისში, ამ სპორტის კიდევ რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს.

დარბიშირის საგრაფოში, ქალაქ აშბორნში, ყოველ გაზაფხულზე, უკვე სამ ასეულ წელზე მეტია, იმართება საფეხბურთო შეხვედრა, რომელიც ორი დღე და ღამე გრძელდება. წესები მარტივია. მატჩში მონაწილეობას იღებს ყველა მსურველი – საუბარია ასობით, ზოგჯერ კი, ათასობით მოყვარულზე. ისინი ორ “მაღლითა” და “დაბლითა” გუნდად იყოფიან – იმის შესაბამისად, ქალაქის რომელ ნაწილში ცხოვრობენ. კარი ქალაქის ორ ბოლოში ყენდება, რომელიც, თითქმის ხუთი კილომეტრის დაშორებით არის.

მოთამაშეები ქალაქის ცენტრში იკრიბებიან, ბურთის ჩაწოდების შემდეგ მოთამაშეები ნებისმიერი ძალით ცდილობენ ის კარამდე მიიტანონ. “ნებისმიერი ძალით” პირდაპირი გაგებით. ფეხბურთის დღეს მაღაზიები იკეტება. თამაშის დროს დაშვებულია ხეზე ასვლა, ფანჯრიდან ბურთის აწაპვნა და სხვა. აკრძალვებია: არ შეიძლება სხვისი მოკვლა (შემთხვევითაც), არ შეიძლება ბურთის ჩანთაში ან მანქანაში ჩადება, ეკლესიაში ან სასაფლაოზე გადარბენა.
თუკი ბურთის გატანა მოხერხდება საღამოს ექვს საათამდე, მაშინ მეორე რაუნდი იმავე დღეს იწყება. თუკი ბურთს ექვსი საათის შემდეგ გაიტანენ, მაშინ თამაში ჩერდება და მეორე დღეს გრძელდება.

ფეხბურთი წყალში

დასავლეთ ინგლისში, კოტსუოლდსის რაიონში არის ერთი პატარა სოფელი, ბორტონ-ონ-უოტერი. მათ საკუთარი საფეხბურთო გუნდი ყავთ “ბორტონ როვერსი”. უკვე ას წელიწადზე მეტია გუნდი ორ ნაწილად იყოფა – 5-6 წევრად და მოთამაშეები მდინარეში მიდიან.
თამაში მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი ფეხბურთის წესებს ემორჩილება რამდენიმეს გამოკლებით. მაგალითად, მიზანი არა მხოლოდ ბურთის გატანაა, არამედ, გულშემატკივრების დასველებაც, რომლებიც ასობით მოდიან მატჩზე. თაყვანისმცემლები ფულსაც კი იხდიან იმისთვის, რომ სრულიად გაწუწონ – ამდაგვარად, კლუბი დამატებით მცირე, მაგრამ მაინც შემოსავალს იღებს.

 

banner
წინა სტატიაშიფრანგულ კურორტზე ძლიერი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოვ, შენ არა გყავს შვილი დასაკარგავი – ემიგრანტის წერილი „თაიმერს“