„თქვენ დიდი ხანია ელოდებით და კიდევ ერთი დღე მოგიწევთ დალოდება”

news
ავტ.: news დეკემბერი 1, 2015 21:46

„თქვენ დიდი ხანია ელოდებით და კიდევ ერთი დღე მოგიწევთ დალოდება”

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა საქართველოს და კიდევ 3 ასპირანტ ქვეყანის ხვალ გასაკეთებელ შეფასებაზე დღეს საუბარი არ ისურვა.
„თქვენ დიდი ხანია ელოდებით და კიდევ ერთი დღე მოგიწევთ დალოდება. ხვალ გავაკეთებთ განცხადებას, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ის გამოქვეყნდება და კომენტარს გავაკეთებ საქართველოზეც და სხვა აპლიკანტ ქვეყნებზეც. ასე რომ, ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. განცხადება გაკეთდება ხვალ ღია კარის პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც,“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს და კიდევ 3 ასპირანტ ქვეყანას ხვალ შეფასებას მისცემს.

ხვალვე გამოაცხადდება გადაწყვეტილება მონტენეგროს წევრობის შესახებაც, რის შემდეგაც კომუნიკე გამოცხადდება, სადაც საუბარია 4 ასპირანტ ქვეყანაზე და მათ შორის საქართველოზეც.

ორდღიანი შეხვედრა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.

მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი. ბრუსელში შეხვედრებს მართავს თავდაცვის მინისტრიც.

news
ავტ.: news დეკემბერი 1, 2015 21:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics