თქვენ დამარცხდით “უფროსო, დიდო, ძმა”

ფარული ვიდეოჩანაწერების უკანონოდ გავრცელების ფაქტები კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. წალენჯიხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი ხარჩილავას აზრით, საქართველოს მოსასაზოგადოებამ კადრების გამოქვეყნება აღიქვა „არა როგორც ერთი ადამიანის განკითხვის საგანი, არამედ როგორც შეტევა ზოგადად ადამიანზე“.

ფარული ვიდეოჩანაწერების უკანონოდ გავრცელების ფაქტები კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. წალენჯიხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი ხარჩილავას აზრით, საქართველოს საზოგადოებამ კადრების გამოქვეყნება აღიქვა „არა როგორც ერთი ადამიანის განკითხვის საგანი, არამედ როგორც შეტევა ზოგადად ადამიანზე“.

gixarchilava

“უძველესი ტირანულ-იმპერიული და თანამედროვე კიბერ-მეთოდების უნიკალური კომბინაციით ძალიან მოინდომეთ საზოგადოება გახადოთ მართვადი, ზომბირებული, დახლეჩილი, დამფთხალი, დეზორიენტებული, თქვენი დაკვეთების უსიტყვო შემსრულებელი, რათა ვერ გაარჩიოს მთავარი და მეორეხარისხოვანი, სიმართლე და სიცრუე, მოშალოს მოვლენების სწორი აღქმა და შეფასების უნარი, საბოლოოდ წაშალოს საღი აზრი და გადაიქცეს ბრბოდ, აზრ-ნებელობა დაცლილ ადამიანთა ერთობად, რომელიც საკუთარ ბედს ბრმად და უსიტყვოდ განდობთ ისევ თქვენ….
“რაღაც” ვერ გათვალეთ….
… ქართული საზოგადოება, რომელიც აანალიზებს, აზროვნებს, იზრდება, ყალიბდება.
საზოგადოება, რომელმაც კადრების გამოქვეყნება აღიქვა არა როგორც ერთი ადამიანი-მსხვერპლის განკითხვის საგანი, არამედ როგორც შეტევა ზოგადად ადამიანზე, თავისუფლებაზე, საკუთარ ქართულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე.
საზოგადოება, რომელმაც არ დაიწყო ტალახის სროლა და ქილიკი (მარიტა-“ნატვრის ხე”, გ. ლეონიძე; “პირველმა ქვა იმან ისროლა…” ბიბლია) არამედ თვალნათლივ დაინახა ქვეყანაში არსებული ტრაგიკულად მანკიერი, შეუგუებული გარემო და შესაბამისად უდიდესი საშიშროება ქვეყნის ცივილიზებული განვითარებისადმი;
საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ შეგუებია ამ კადრების შექმნის სირცხვილიან ისტორიას და ახლა არც ამ ავანტურას შეეგუება;
საზოგადოება, რომელმაც კონკრეტულიდან ზოგადამდე, “ჩადრიდან-“ნიუმდე”, მორალურიდან-ამორალურამდე,პიროვნულიდან-პოლიტიკოსის პასუხისმგებლომანდე, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, “კეისარს კეისრისა” მიუზღო და მთელი გულისწყრომა, ბრაზი და აგერესია გამოქვეყნების ავტორებისკენ მიმართა;
ასეთი რექაციის მერე, საერთოდ, ეკარგება აზრი ყოველგვარი კადრის გამოქვეყნებას;
ეს არის ძლიერი პრევენცია. საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო პიროვნების და ერის ღირსების დაცვა ასე რომ, უკვე ვერ გვათქმევინებთ – “ომი-მშვიდობაა, მონობა-თავისუფლება, ხოლო 2X2=5 (ჯ.ორუელი)
თქვენ დამარცხდით “უფროსო, დიდო, ძმა”( იგივე “უხილავი ხელი ხელი”, იგივე “არქიპო. აბელი…”
PS. სადღაც, ახლოს, ვარაზისხევთან ახალგაზრდობის ბობოქრობაც ისმის….”-აცხადებს გიორგი ხარჩილავა

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაჩვენი მხრიდან, ხმამაღალი განცხადებები და პასუხები საჭირო არ არის