,,თქვენ ცოდნის შემოწმების გაუქმება გიხარიათ და არა მისი მიწოდების ხარისხის აწევა, ხომ?!”-ცოტნე გამსახურდია

,,მე მესმის, რომ ზოგიერთებს რეპეტიტორების ხარჯის გაუქმება გიხარიათ, მაგრამ დამერწმუნეთ: ამ სიხარულით თქვენ და თქვენი შვილები გაააცილებით მეტს დაკარგავთ, ვიდრე ეგ გადახდილი თანხებია.”- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია წერს

გამსახურიდა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება.

,, იმ ცოდნას, რომელსაც აძლევდათ რეპეტიტორი, სკოლა არ მისცემს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდები გააუქმა და რომ მიეცა, ამისთვის გამოცდების გაუქმება სულაც არ იყო საჭირო. თქვენ ცოდნის შემოწმების გაუქმება გიხარიათ და არა მისი მიწოდების ხარისხის აწევა, ხომ?!

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით ქოცებმა საჯარო სკოლებს და მასწავლებლებს საგანმანათლებლო ფუნქცია წაართვეს და ის დაუტოვეს, რომელსაც თავად იყენებდნენ: დღეიდან სკოლა – საარჩევნო-სამობილიზაციო შტაბი, ხოლო მასწავლებელი – ჩვეულებრივი კოორდინატორი იქნება და მეტს არც არავინ მოსთხოვს!”-აცხადებს ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიშსს-მ იმერეთში ქურდობის ორი ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ძებნილი პირი დააკავა