თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება – ლაიენი ზელენსკის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს.

„დღევანდელი დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ ჩვენი შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა”, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი იქნება დადებითი პასუხი ევროპული პროექტის მომავალზეც, რომელიც ჩვენ გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება – ზელენსკი
შემდეგი სტატიასანქციებმა შესაძლოა საახალწლოდ რუსები შამპანურის გარეშე დატოვოს – Bloomberg