თქვენ ახლა ხვდებით, რა ხდება? ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს – დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა

ჩვენ ვხსნით ყველა კარტს – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ გააკეთა და ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი იყო.

დავით სარალიძეს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს.

ლუკა კალანდია ყვება, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა. მისი თქმით, მორჩაძე 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

„ეს პიროვნება არის ერთ-ერთის დაკავებულის ბიძა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია და, ალბათ, მათი ინტერესიცაა. იქიდან გამომდინარე, ვამბობ მე ამას, რომ მათ მოგვიგზავნეს, ვითომდა, ჩვენი ნათესავი ადამიანი სახლში იმ მიზნით, რომ მიხეილს შეეცვალა ჩვენება და ჩვეულებრივად განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მიხეილმა მერე ჩვენება შეცვალა. მერაბ მორჩაძე მოვიდა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო. ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს, რაც აქამდე არ გაგვიხსნია, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით,“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

banner
წინა სტატიაშითითიდან გამოწოვილი საბაბით თავის ხელდასმული პრემიერი ბრიუსელში გაგზავნა – მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ბახტაძის ვიზიტს ეხმაურება
შემდეგი სტატიაუკრაინის დელეგაციის საგანგებო ვიზიტი თბილისში – იურისტები ტრეფიკინგში ბრალდებული სუსლიაკის გათავისუფლებას და ბავშვების ექსტრადირებას ითხოვენ