არცერთი საღი აზრი არ არსებობს იმაზე, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს კანონი, – ამის შესახებ ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია საუბრობს. რუსული კანონის მოწინააღმეგისთვის გაუგებარია, რატომ სურს ხელისუფლებას ასე დაჟინებით აღნიშნული კანონის მიღება. მისი თქმით, თუ მუქარა რუსეთიდან მომდინარეობს, მაშინ ხელისუფლებამ ესეც გაამჟღავნოს.
“ჩემთვის უკვე ფარსია ეს ყველაფერი. ჩემთვის უკვე გასაგებია, რომ ეს არის რუსული კანონი, რომ არ არის საქართელოს მარგებელი. არ ვიცი, თუ რაღაც ისეთი საიდუმლოა, რაც ჩენ არ ვიცით, ხალხმა, თქვან, უბრალოდ, აი, დაგვირეკეს მოსკოვიდან, გვემუქრებიან, რომ თუ კანონს მივიღებთ, შემოვალთ ჯარებით… რამე ასეთი თუ ხდება, თქვან, იმიტომ, რომ არცერთი საღი აზრი არ არსებობს იმაზე, თუ რატომ შეიძლება ემსახურებოდეს ეს კანონი, გარდა არეულობისა, – ამბობს ლუკა ნაჭყებია.