თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა–რა ხდება ამ დროისთვის წალენჯიხაში

წალენჯიხაში დიდთოვლობაა, ქალაქში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში კი – ერთ მეტრს. როგორც წალენჯიხის გამგებელმა ბესო ფარცვანიამ “თაიმერთან” საუბარში განაცხადა, მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები. საგზაოსა და საგანგებო სამსახურების გარდა, გაწმენდით სამუშაოებში ჩართული არიან მოხალისეები. ამ ეტაპისათვის გზებზე მოძრაობა შეუზღუდავია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს პრობლემები არ შექმნიათ. მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გამწმენდ სამუშაოებს სოფლის გამგებლები ხელმძღვანელობენ. ფოცხოეწერში, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. გაწმენდილია ჯვარზენი, ჭალე, ნაკიფუ, საჩინო, დაბა ჯვარი. ამ წუთებში ქალაქის შიდაგზების გაწმედა იწყება. სტიქიას ჯერჯერობით რაიმე სახის ზარალი არ მიუყენებია მოსახლეობისათვის. სტიქიას სამ “გრეიდერთან” ერთად  შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო” ტექნიკის სრული შემადგენლობით ებრძვის.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა რუსეთი თავდაცვითი საფრთხეების სიიდან ამოიღო
შემდეგი სტატიასვანეთის გზაზე ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა