თოვლი, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშიშროება

გარემოს ეროვნული სააგანეტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” დღის პირველზე და ვიტყვი ჩემს სათქმელს
შემდეგი სტატიაძაბირაძე: ჯერჯერობით ჩვენ დავრჩით იმ პოლიტიკურ ჩარჩოებში, რასაც ბოლო წლებია „ქართული ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება ატარებს