თოვლი და წვიმა – დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება. სპეციალისტები წვიმასა და თოვლს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 4 თებერვლიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაში“ლელო საქართველოსთვის” მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძირებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : ირაკლი შოთაძის შემობრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა