12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

თოვისა და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გადაადგილება შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და მოსალოდნელი ლიპყინულის წარმოქმნის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე დასაშვებია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ12-კმ38 და კმ46-კმ72 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გავრცელებული ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა აშშ-სგან Starlink-ის ჩინურ-რუსული კონკურენტების დასანქცირებას ითხოვს
შემდეგი სტატიაელჩი: საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები დაზიანდა