30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

თორნიკე შარაშენიძე: შარშან გაცილებით უარესი და დაძაბული იყო ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობა

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე 11 ივნისს უვიზო რეჟიმზე ევროკავშირ-საქართველოს შორის დაგეგმილ დიალოგს ეხმაურება.

მისი თქმით, არ შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას და არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობა, წელს ისეთი დაძაბული არ არის, როგორც შარშან.

„სხვათა შორის, შარშან მსგავს შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წევრები მიწვეული არ იყვნენ, ხოლო წელს ამ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები მიწვეულები არიან. შარშან გაცილებით უარესი და დაძაბული იყო ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობა. მადლობა ღმერთს, წელს ასეთი დაძაბული არ არის და შარშან თუ არ გააჩერეს უვიზო მიმოსვლა, წელს რატომ უნდა გააჩერონ. ასე რომ, არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება. ვიზალიბერალიზაცია ხომ მოიცავს რაღაც თემებს, უკანონო მიგრაციას და ა.შ. ამის კონტროლი სულ ხდება და ის დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას. რეალურად ამაზე იქნება ძირითადად აქცენტი“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშენიძემ გადაცემაში საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„მე რაც ვიცი, დიდი ხანია მიდის მუშაობა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამერიკის გარეშე „ქართული ოცნება“ დეტალებს არ გაამხელს. თუ მიდის მოლაპარაკებები, როცა შენ ხარ სუსტი მხარე და ის ძლიერი, თუ ძლიერი არ ამხელს, შენ მით უმეტეს არ გაამხელ, ჯერჯერობით არაფერი დეტალი არ იქნება. სანამ რაღაც კონკრეტული არ იქნება, ალბათ ვერაფერს ვერ გავიგებთ, მანამდე ქართველი პოლიტიკოსები შეეცდებიან მოახდინონ ინტერპრეტირება რუბიოს კონგრესში გამოსვლის. მკითხავები გაჩნდნენ, ცდილობენ სწორად წაიკითხონ რუბიოს ტექსტი, როგორც რელიგიურ ტექსტებს კითხულობენ, ისე კითხულობენ რუბიოს ტექსტს“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება
შემდეგი სტატიაერევანში ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერების აქცია გაიმართა