თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და საზოგადოების კითხვებს თავად უპასუხებს, ამის შესახებ მისმა მამამ, დავით რიჟვაძემ „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.
დავით რიჟვაძე არ აკონკრეტებს, ამ ეტაპზე სად იმყოფება მისი შვილი, თუმცა აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძე საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.
„კარგად არის, ჯანმრთელად არის. ამჟამად უცხოეთში, ოჯახთან ერთად იმყოფება. რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად სად არის – დაკითხვაზე ვარ? თუ საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, საზოგადოებას შესაბამის პასუხსაც გავცემთ. თავად ჩამოვა და კომენტარსაც გააკეთებს. მე რატომ არ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში? დაბრუნება თქვენთვის უნდა შემეთანხმებინა?“ – თქვა დავით რიჟვაძემ.
















