15.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ალექსი ახვლედიანია დაკავებული

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა ამ დრომდე მძიმეა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ბრალდებულის სახით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, სწორედ ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა რიჟვაძე, როდესაც გასროლა მოხდა.

უშუალოდ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე კი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგზა ოლიმპოდან ჰადესში ძალიან რთული აღმოჩნდა, ასე იცის რუსული სტილის “პარიადოკმა” – გიორგი მელაშვილი
შემდეგი სტატიაახლა ხომ მაინც ხვდებით, როგორ მთავრდება ეშმაკთან გარიგება – ლელა ჯეჯელავა