თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.

წერილს შინაარსს “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და “ბარიგების” მფარველობას აბრალებდნენ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.

რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა “მისი დავალებით მოქმედებდა”. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლიც იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა“,-წერს გამოცემა.

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ალექსი ახვლედიანი ოცნებასთან დაახლოებული პირია, რომელიც მრავალი წელია ხელისუფლების შუამავლის როლს ასრულებს – კონსპირაციულ შეხვედრებზე სწორედ ის გადასცემს ადრესატებს ივანიშვილის გზავნილებს

 

banner
წინა სტატიაშიტერორი საქართველოში – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას“ დაკავებას
შემდეგი სტატიატეხასში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 80-ს გადააჭარბა