თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში საკარანტინე ზონაში მყოფებს გამამხნევებელი წერილები, ქალებს კი ასევე ყვავილები გაუგზავნა

აჭარაში საკარანტინე ზონაში მცხოვრებმა პირებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, თორნიკე რიჟვაძისგან გამამხნევებელი წერილები, ქალებმა კი ასევე საჩუქრად ყვავილები მიიღეს.

„მადლობა სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობა, რომ იცავთ არსებულ რეკომენდაციებს და ეხმარებით ჩვენს ქვეყანას ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარებაში. იმედს გამოვთქვამ, რომ აჭარა ღირსეულ მასპინძლობას გიწევთ. ჩვენ ერთად დავძლევთ ამ გლობალურ გამოწვევას. მხნეობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ“, – აღნიშნულია თორნიკე რიჟვაძის წერილში.

კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა სოციალური ქსელის მეშვეობით გადაუხადეს.

banner
წინა სტატიაშიეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება
შემდეგი სტატიათვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს