პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი, დაჭრილი აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური თორნიკე რიჟვაძე გრიგოლ ლილუაშვილმაც მოინახულა, – ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ლილუაშვილი პირადად გაესაუბრა ექიმებს და მედიკოსებისგან მოისმინა, როგორია აჭარის ყოფილი მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
უცნობია, რა გზით შეიყვანეს სუს-ის ყოფილი შეფი კლინიკაში, რადგან ლილუაშვილის მოსვლა ადგილზე მობილიზებულ მედიას არ გადაუღია.
ცნობისთის, გუშინ საავადმყოფოში მოსული იყო “ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც.
რა მოხდა საგარეჯოში, სახლში, საიდანაც აჭარის მთავრობის ექს-მეთაური მძიმე ჭრილობით კლინიკაში აღმოჩნდა და კიდევ ვინ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე? – თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის ოქროს მოწმე, ალექსანდრე ახვლედიანი დუმილს სასამართლოში დაარღვევს. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებს იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მიაწოდა – “პროცესზე უფრო მეტს შეიტყობთ”.
ლალი აფციაურმა დაადასტურა ისიც, რომ მძიმედ დაჭრილი რიჟვაძე კლინიკაში სწორედ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა გადაიყვანა. ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება, დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

















