თორნიკე რიჟვაძე – კონკრეტულ ძალებსა და აქციებში მონაწილე ადამიანებს მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები

ოველდღიურ რეჟიმში ისმის მოწოდებები დესტრუქციისკენ, ასევე გეგმავენ გაურკვეველ აქციებს. როგორც ადრე, ასევე დღესაც და მომავალშიც გარანტირებული იქნება თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ამასთან, რიჟვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან, რადგან რეგიონში ეპიდსიტუაცია ჯანდაცვის შესაძლებლობების ზღვარზე დგას.

„კონკრეტულ ძალებს და ქუჩის აქციებში მონაწილე ადამიანებს მინდა მოვუწოდო, უმორჩილესად ვთხოვო, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ვინაიდან რეგიონში, განსაკუთრებით ქალაქში, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაქვს. ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ზღვარზე როგორც ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების, ასევე ლეტალობისა და სიკვდილიანობის ნაწილში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის და ადამიანის გადასაწყვეტია, ვინ რომელ აქციაში, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვთხოვ და მოვუწოდებ მათ, მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც ეხება პირბადეს, დისტანციის დაცვას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე სააკაშვილზე: ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს, თითქოს მოდის და ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ხდება
შემდეგი სტატია“თავხედმა ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ადამიანები არ თმობენ თავიანთ ხმას”