თორნიკე რიჟვაძე – ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქციის ორგანიზებასა და საჯარო მოხელეების მობილიზებაში „ნაციონალური“ მოძრაობის ბრალდებას გამოეხმაურა.

როგორც რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დემოკრატიულ სახელმწიფოში კონკრეტული მოქალაქე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თითოეული მათგანის არჩევანია.

რიჟვაძე ამბობს, რომ რადიკალიზაცია მიუღებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა, რასაც ერთობლივად გამკლავება სჭირდება.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„კონკრეტული მოქალაქე რა გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს არის მათი არჩევანი, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ეს ურთიერთბრალდებები არაფრის მომცემია. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეპიდვითარება არის საკმაოდ დამძიმებული როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. ვინც აწყობს ამ ტიპის აქციას, დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის პოლიტიკურად გაკოტრებული, ისინი ირჩევენ პარტნიორად კოვიდს. მინდა, მოვუწოდო რეკომენდაციების დაცვისკენ. ნებისმიერი რადიკალიზაცია არის მიუღებელი, ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ სხვა პოლიტიკური სუბიექტები ირჩევენ, სხვა გზას. Ჩვენს პარტიას არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია, არ დაგავიწყდეთ, რომ წინა ხელისუფლებას არაერთი გამწარებული ადამიანი ჰყავს და ამიტომაც ირჩევენ ასეთ გზას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – მხარეებს თუ სურვილი ექნებათ, ყოველთვის შეიძლება შევთანხმდეთ და კომპრომისი მარტივად ვიპოვოთ
შემდეგი სტატიასოციალური სამართლიანობის ცენტრი – ხელისუფლება აგრძელებს მაჩალიკაშვილების დისკრედიტაციას